
ჭიათურის მუნიციპალიტეტის კაცხის საჯარო სკოლას 2450 ლარის ღირებულების ინვენტარი და რესურს-ოთახისათვის განმავითარებლები გადაეცა.
ინვენტარის გადაცემა სამოქალაქო კლუბის დაფინანსებული პროექტის - „თანადგომა განვითარებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა. ადგილობრივი თვითმართველობის დაფინანსებით მიმდინარეობს ოთახის კეთილმოწყობა.
„კაცხის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ადგილობრივ თვითმმართველობას, სამოქალაქო კლუბში გაწევრიანებულ მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელს ქალბატონ თეონა ბიწაძეს. კიდევ მეტი წარმატებებით გევლოთ!”-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები