ანანურის საჯარო სკოლაში თვითნასწავლი მხატვრის სოფი მაჭავარიანის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
11-12-2019
დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თვითნასწავლი მხატვრის, სოფი მაჭავარიანის, ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე მოსწავლეებისთვის სხვადახვა ჟანრში ზეთით შესრულებული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. მოსწავლეებმა მხატვრის შემოქმედება პედაგოგ მერი წიკლაურთან ერთად განიხილეს.
„ავტორის მონაწილეობით IV დან VIII კლასში გაიმართა შემეცნებითი სემინარი ცნობილი ქართველი და უცხოელი მხატვრების (შშმ მხატვრები) შესახებ. ღონისძიება სახალისო შემეცნებითი ვიქტორინით დასრულდა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს