აფენის N2 სკოლაში მათემატიკა-ისტორიის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
09-06-2017
აფენის N2 სკოლაში დავითობასთან დაკავშირებით, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მათემატიკა-ისტორიის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს.
გაკვეთილი მათემატიკის საგნის პედაგოგის, ნათელა კაციაშვილის ორგანიზებით გაიმართა და მის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა იყო წარმოდგენილი.
გაკვეთილი გაიხსნა დავით აღმაშენებლის ეპოქის ამსახველი ფილმით. მიმდინარეობისას კი კლასი სამ ჯგუფად დაიყო და თითოეულ მათგანს ისტორიული ამოცანები მიეცა დავალებად. ამოცანებში დასმული იყო კითხვები, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეებს უნდა მიეღოთ დავითის გამეფების თარიღი, მისი მეფობის ხანგრძლივობა და გარდაცვალების თარიღი.
ამოცანების შესრულების შემდეგ ჯგუფებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.