სამების საჯარო სკოლაში მათემატიკის კონკურსი ჩატარდა
11-12-2019
წალკის მუნიციპალიტეტის, სამების საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლების, ლელა რატიანისა და ლია სვიმონიშვილის ორგანიზებით მათემატიკის კონკურსი ჩატარდა.

კონკურსში VII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა შესასრულებელ დავალებებს თავი ადვილად გაართვეს.

ღონისძიებამ მხიარულად და საინტერესოდ ჩაიარა. ჟიურის მიერ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრებიც სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203