გორის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შინაურ ცხოველებზე, ფრინველებსა და მცენარეებზე პროექტი მოამზადეს
11-12-2019

გორის N2 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი - ჩემი სახლის ბინადრები, ჩემი მწვანე მეგობრები“.  

პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებს გაერკვიათ სახლის ბინადრების მოვლის წესები. კლასს პედაგოგი ანა ჩიტაშვილი ხელმძღვანელობდა.

„მუშაობის ფორმები იყო ჯგუფური. კლასი დაიყო ხუთ ჯგუფად. თითოეულმა ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია ცხოველების, ფრინველების, მცენარეების შესახებ: ძაღლი, კატა, თუთიყუში, ია, ვარდი.

მოსწავლეებმა გაარკვიეს, რომელი მათგანის არსებობა არის შესაძლებელი სახლში, აღწერეს მათი თვისებები და  მოვლის წესები, დახატეს და აჩვენეს მათი ფოტოები. შედეგები გაფორმდა ფორმატზე, წიგნის სახით.

პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა გასცეს რჩევები: საინტერესო იყო თუ არა მუშაობა, საჭირო იყო თუ არა უფროსების დახმარება, როგორ ითანამშრომლეს კლასელებთან, წარმატებული იყო თუ არა სამუშაო“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203