ჭახათის საჯარო სკოლის ფიზიკის კლუბმა ცერნში მიმდინარე კვლევების შესახებ შეხვედრა ჩაატარა
11-12-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჭახათის საჯარო სკოლის ფიზიკის კლუბმა - „ფოტონი“ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში, ცერნში მიმდინარე კვლევების შესახებ შეხვედრა ჩაატარა.
კლუბის ხელმძღვანელის, დარეჯან მახარაძის თქმით, შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.
„შეხვედრაზე განხილული იქნა „ცერნში“ სტაჟირების მასალები. კლუბის წევრებთან „ცერნში“ სტაჟირებისა და იქ მიმდინარე კვლევების შესახებ საუბარი კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებს გავაცანი ცერნიდან წამოღებული მასალები, ცერნში ვების შექმნის ისტორია და ვაჩვენე ფოტოსურათები“,- ამბობს პედაგოგი დარეჯან მახარაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს