„უსაფრთხოება ბუნებაში“ - ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბუნებაში მორიგი საწრეო მუშაობა ჩაუტარდათ
11-12-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, ძირკვაძეების საჯარო სკოლის II-IV კლასებში ბუნებაში რიგით მე-3 საწრეო მუშაობა ჩატარდა.
თემაზე - „უსაფრთხოება ბუნებაში“ საინტერესო საუბარი წარიმართა.
„მოსწავლეებმა გააცნობიერეს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების მნიშვნელობა და მისი მოვლა-პატრონობის აუცილებლობაზე იმსჯელეს“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.