ახალციხის N5 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
09-06-2017
მას შემდეგ, რაც 1925 წლის პირველი ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, მას მთელი მსოფლიო აღნიშნავს.
ყველა ბავშვის უფლებაა თანაბრად იყოს დაცული მიუხედავად ეროვნების, კანის ფერის, სოციალური მდგომარეობისა და რელიგიისა. საქართველოს მომავალი დამოკიდებულია ჯანმრთელ, განათლებულ და სოციალურად დაცულ ბავშვებზე.
ახალციხის N5 სკოლის IVე კლასი (კლასის ხელმძღვანელი ლელა მაზაშვილი) ასფალტზე ხატვით შეუერთდა აქციას ''ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე''.
მუსიკალური ღონისძიებით შეუერთდა აქციას IIბ კლასიც (კლასის ხელმძღვანელი იზა მარსაგიშვილი), სადაც პატარებმა მსოფლიოს ბავშვებს მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები და ინსცენირებები.
პატარების ნატვრაა, რომ მსოფლიოში იყოს მშვიდობა და ყველა ბავშვმა ბედნიერად იცხოვროს. ისინი ულოცავენ მსოფლიოს ბავშვებს ამ ლამაზ დღეს და ბედნიერ მომავალს უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს