წერეთლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კულინარიული გაკვეთილი ჩაუტარდათ
11-12-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს არაფორმალური განათლების მიღების მიზნით, კულინარიული გაკვეთილი ჩაუტარდათ.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეები საჭმელების მომზადების პროცესში აქტიურად ჩაერთნენ და სიყოჩაღე გამოიჩინეს. დღემ მოსწავლეებისთვის საინტერესოდ, სასიამოვნოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
მისივე თქმით, წერეთლის საჯარო სკოლა მოსწავლეებისთვის არაფორმალური განათლების მისაღებად აქტიურად ზრუნავს.