ოზურგეთის N5 საჯარო სკოლაში ანა კალანდაძის დაბადებიდან 95 წლისთავს ღონისძიება მიუძღვნეს
11-12-2019

ოზურგეთის N5 საჯარო სკოლაში ქართველი პოეტის - ანა კალანდაძის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ V კლასის მოსწავლეები. მათ დამრიგებელი ნანა სარიშვილი ხელმძღვანელობდა.

„მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება გააცნეს პოეტის ბიოგრაფიული მონაცემები, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ლამზირა ანდღულაძემ“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, ქართველი პოეტი ანა კალანდაძე 1924 წლის 15 დეკემბერს დაიბადა.

იხილეთ ფოტოები  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203