რიყეთის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩვენი წინაპრები“ განხორციელდა
11-12-2019
მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის საჯარო სკოლაში სასწავლო სოციალური პროექტი - „ჩვენი წინაპრები“ განხორციელდა.
პროექტი მე-2 და მე-4 კლასებში დაწყებითი კლასების მასწავლებლის, მზიური კოჩალიძის, ხელმძღვანელობითა და მშობელთა აქტიური ჩართულობით შედგა.
პროექტის მიზანი წინაპართა ცხოვრებისა და საქმიანობის შესწავლა იყო.
„პროექტის მსვლელობისას ვიზიტი განხორციელდა მოსწავლეთა ოჯახებში, სადაც დაათვალიერეს ნივთები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ სხვადასხვა საოჯახო საქმიანობისას. პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებისათვის წინაპართა ცხოვრების საქმიანობის ჩვენება, კვლევა-ძიების, თანამშრომლობის, შემოქმედებითი, ანალიზის, სინთეზის და სხვა უნარების განვითარებას“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს