
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში 10 დეკემბერს ჩატარდა პრეზენტაცია-პერფორმანსი - „მოგზაურობა თანამედროვე ხელოვნებაში“.
ღონისძიებას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი - ქრისტი ქუთათელაძე ხელმძღვანებლობდა.
პრეზენტაცია-პერფორმანსი 4 ენაზე (ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული), კათედრათა ურთიერთთანამშრომლობით, ჩატარდა.
„პერფორმანსს წინ უძღოდა V და VI კლასების ვირტუალური ნახატების გამოფენა. თავად ღონისძიების პრეზენტირებაში მონაწილეობდნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები. მათ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით წარმოადგინეს ის საფეხურები, რომელიც გაიარა ხელოვნებამ დასაწყისიდან დღემდე და აღწერეს თანამედროვე ხელოვნების დღევანდელი ასპექტები“,-ნათქვამია წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები