მაღლაკის N2 სკოლაში თემაზე - „არა ძალადობას“ ფილმის ჩვენება მოეწყო
11-12-2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში თემაზე - „არა ძალადობას“ ფილმის ჩვენება მოეწყო.
„მოსწავლეებმა იხილეს ფილმი „საოცრება“. დასასრულს ფილმის განხილვა მოეწყო. მათ განსაზღვრეს ფილმის მთავარი სათქმელი.სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა გულიკო კოსტავა მოსწავლეებს ბულინგისა და ტოლერანტობის მნიშვნელობაზე ამომწურავად ესაუბრა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა პოსტერები დაამზადეს.