ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზღვრისპირა სოფელის სკოლას სტუმრობდნენ
11-12-2019
გორის მუნიციპალიტეტის, ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზღვრისპირა სოფელ ერგნეთის სკოლას სტუმრობდნენ, სადაც საქმიან შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა ადამიანისა და პიროვნების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს და შემდგომი აქტივობები დაგეგმეს.

მასპინძლებმა სკოლის შესასვლელში მდებარე ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მოსწავლეებს პედაგოგი ლიანა გამგებელი ხელმძღვანელობდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203