საირხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა მსმენელს საყვარელი წიგნები გააცნეს
11-12-2019

ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის საირხის საჯარო სკოლაში პროექტი - ჩემი საყვარელი წიგნის პრეზენტაცია“ განხორციელდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სამოქალაქო განათლების კლუბმა, პედაგოგ ოლეგ ყიფშიძის  სკოლაში წიგნის პრეზენტაცია მოაწყო.

„პროექტ „მომავლის თაობის“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ოლეგ ყიფშიძის ხელმძღვანელობით სამოქალაქო განათლების კლუბმა სკოლაში მოაწყო წიგნის პრეზენტაცია, კლუბის წევრებმა მსმენელებს მათთვის საყვარელი წიგნები გააცნეს და აუხსნეს, თუ რატომ მოეწონათ ესა თუ ის წიგნი და რა გავლენა მოახდინა მათზე“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203