2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება
10-12-2019

2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება, საიდანაც 85,0 მლნ ლარი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას მოხმარდება - აღნიშნული განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას გააკეთა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში 5,0 მლნ ლარით გაიზარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის ხარჯები, 5,0 მლნ ლარით სპორტული ინფრასტრუქტურის ხარჯი, 10,2 მლნ ლარით განათლების სფეროში სხვადასხვა დონორის საინვესტიციო გრანტებითა და კრედიტებით დაფინანსებული პროექტები, 5,0 მლნ ლარით გაიზარდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203