გალავნის საჯარო სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა
10-12-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის, გალავნის საჯარო სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაციის - „ინოვაციური განათლება და დასაქმება“ წარმომადგენელ ნატო ფანჩულიძესთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემა - „პროფესიული განათლება ახალგაზრდებისათვის“ იყო.
შეხვედრაზე, რომელსაც კლუბ „მართვეს“ წევრები და IX-XII კლასის მოსწავლეები დაესწრნენ, არაერთი საინტერესო შეკითხვა დაისვა და მოსწავლეებისთვის სასარგებლო ინფორმაცია გაჟღერდა. ასევე, დაიგეგმა მემორანდუმის გაფორმება.