ნაქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო-სპორტულ ოლიმპიადაზე მინი კალათბურთში პირველი ადგილი მოიპოვეს
10-12-2019

ასპინძის მუნიციპალიტეტის ნაქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო-სპორტულ ოლიმპიადაზე მინი კალათბურთში პირველი ადგილი მოიპოვეს. მოსწავლეებს პედაგოგი თემურ ბერიძე ხელმძღვანელობდა.

„ოლიმპიადაზე პირველი ადგილი, როგორც გოგონებში ასევე ვაჟებში  ნაქალაქევის სკოლის გუნდმა მოიპოვა.

შეხვედრას ორგანიზება  ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია. 

2020  წლის გაზაფხულზე გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ თამაშებში. 

ნაქალაქევის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია გუნდებს ულოცავს ამ წარმატებას და ასევე წარმატებულ ასპარეზობას უსურვებს რეგიონულ თამაშზე“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა 2019-2020-ის მუნიციპალური თამაში მინი კალათბურთში დაბა ასპინძის N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203