წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს გაკვეთილი მიუძღვნეს
10-12-2019
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IXა კლასში ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ფიქრია გიორხელიძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი - „ადამიანის უფლებები“ ჩაატარა.
მოსწავლეებმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოსა და მოსწავლის რვეულზე იმუშავეს, პრაქტიკული სავარჯიშოები ჯგუფურად შეასრულეს და პრეზენტაციები მოაწყვეს.
IXა კლასის დამრიგებელი ქეთევან ჯიქიაა.
1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს