ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, გუთურის სკოლის ორგანიზებით საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა
09-06-2017
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ჩოხატაურში, კრიმანჭულის პარკში, გუთურის სკოლის ორგანიზებით საქველმოქმედო ღონისძიება HAPPY DAY გაიმართა. ღონისძებაზე სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი ტკბილეულის, ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, ასევე გაიმართა შეჯიბრი ჭადრაკში, მკლავჭიდში, შაშსა და ცეკვაში, გამარჯვებულებს სიგელები გადაეცათ. ჩოხატაურის ''არტ გალერიის'' თანამშრომელმა ბავშვების განწყობაზე იზრუნა და მათ სახე ლამაზი ნახატებით მოუხატა.
საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა მოხმარდება სოფელ გუთურის სასკოლო მზაობის ცენტრის ეზოში ბავშვებისთვის გასართობი პარკის მოწყობას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს