14 დეკემბერს „ეტალონის“ შუალედური ფინალი და izrune.ge-ს დაჯილდოება გაიმართება
10-12-2019

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შუალედური ფინალური კონკურსი მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მეორე პერიოდის (2019 წლის სექტემბერი-დეკემბერი) გამარჯვებული მოსწავლეები იმ მუნიციპალიტეტებიდან, სადაც ამ პერიოდში ჩატარდა ჩემპიონატის ორივე ეტაპი (პირველი ეტაპი - ტესტირებები სკოლებში და მეორე ეტაპი - პირველი ეტაპის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების მონაწილეობით კონკურსები თითოეულ მუნიციპალიტეტში ცალ-ცალკე).

შუალედურ ფინალში გამარჯვებულ სამ მოსწავლეს გადაეცემა დიპლომები და ჯილდოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით - კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერები: პირველ ადგილზე გასულს - 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილზე გასულს - 800-ლარიანი ვაუჩერი, მესამე ადგილზე გასულს - 500-ლარიანი ვაუჩერი.

კონკურსს დაესწრებიან საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართული საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის მონაწილე გამარჯვებულები - „ეტალონი მოსწავლეები“ და ასევე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი დელეგაციები; საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები; სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მშობლები.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება „ეტალონის“ ინოვაციური პროექტის izrune.ge-ს თბილისის სკოლების სუპერკლასების დაჯილდოება და izrune.ge-ს ქვეპროექტში „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ჩართული სკოლების დირექტორების და პედაგოგების დაჯილდოება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203