ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის -„კინო სკოლაში“ დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
10-12-2019
ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები პროექტის- „კინო სკოლაში“ წლევანდელი სეზონის დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

პროექტი 2014 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა  და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და სკოლებში ყოველკვირეული კინო ჩვენებების და დისკუსიების გამართვას გულისხმობს.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები „ილუზიების მუზეუმს“ ესტუმრნენ,  თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ნახეს ახალი ქართული ფილმი „უარყოფითი რიცხვები“ და  ფილმის რეჟისორს, უტა ბერიას და შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს შეხვდნენ. მოსწავლეები შეხვედრის ფარგლებში დისკუსიაშიც აქტიურად ჩაერთნენ.

პროექტის დასკვნით ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან 200 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ამჯერად პროექტში საქართველოს 67 სკოლა იყო ჩართული.

ქუთაისის N31 საჯარო სკოლის წარმომადგენელი პროექტის ხელმძღვანელებს შთამბეჭდავი დღისთვის მადლობას უხდის.

მე-8  კლასის დამრიგებელი ნონა გიორგაძეა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203