ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპიტაკის მიწისძვრის დღესთან დაკავშირებით კატასტროფის შედეგად დაშავებულ პოეტს სახლში ესტუმრნენ
10-12-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ეშტიის N2 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები სპიტაკის მიწისძვრის დღესთან დაკავშირებით კატასტროფის შედეგად დაშავებულს, სოფლის მკვიდრს, პოეტ ვარდ სოხოიანს სახლში ესტუმრენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები მას სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ფარგლებში, დირექტორის ინიციატივით რამდენიმე საქმეში დაეხმარნენ.

„სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები სპიტაკის მიწისძვრის დღესთან დაკავშირებით, სახლში ​ესტუმრენ სოფლის მკვიდრს, პოეტ ვარდ სოხოიანს, რომელიც მიწისძვრის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გახდა. სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ფარგლებში, დირექტორის ინიციატივით, მოსწავლეები მას რამოდენიმე საქმეში დაეხმარნენ“,- აღნიშავს სკოლის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, 1988 წლის 7 დეკემბერს სომხეთში ადგილობრივი დროით 11 საათსა და 41 წუთზე კატასტროფული მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგების სერიამ 30 წამში პრაქტიკულად გაანადგურა ქალაქი სპიტაკი და ძლიერ დააზიანა ქალაქები ლენინაკანი (ახლა გიუმრი), კიროვაკანი (ახლა ვანაძორი) და სტეპანავანი. სულ სტიქიისგან 21 ქალაქი დაზარალდა, ასევე 350 სოფელი (რომელთაგან 58 სრულიად დაინგრა). 

მიწისძვრის ეპიცენტრში აღმოჩნდა ქალაქი სპიტაკი. მისმა ძალამ 10 ბალს მიაღწია (12 ბალიანი შკალის მიხედვით), ლენინაკანში 9 ბალს, კიროვაკანში კი – 8–ს.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ერევანსა და თბილისში.

მიწისძვრის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 25 ათასი ადამიანი, 140 ათასი დაინვალიდდა, ხოლო 514 ათასმა ადამიანმა თავშესაფარი დაკარგა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203