კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეები შოკოლადის მუზეუმს ესტუმრნენ
10-12-2019
ბოლნისის კერძო საშულო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეები შოკოლადის მუზეუმს ესტუმრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს ადგილზე მასტერკლასი ჩაუტარდათ და დღემ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა.
„ყველასთვის საოცნებო და ტკბილი კვირეული სკოლა „დავითიანში“! შოკოლადის კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები მშობლებთან და საყვარელ პედაგოგებთან ერთად ესტუმრნენ შოკოლადის მუზეუმს, სადაც ჩაუტარდათ მასტერკლასი, ლექცია, რომელმაც დაამსხვრია სტერეოტიპი შოკოლადის მავნებლობაზე. შეგიძლიათ თამამად მიირთვათ, ისიამოვნოთ ჯანსაღი და გემრიელი პროდუქტით. შოკოლადი სულაც არ არის მავნე, შოკოლადი ჯანსაღი კვების ნაწილია“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს