ქუთაისის N3 სკოლის დირექტორმა სამეურვეო საბჭოს ფინანსური საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში გააცნო
10-12-2019
წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს გაფართოებულ სხდომას სკოლის დირექტორმა, თეიმურაზ ჭაბუკიანმა, ფინანსური საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში გააცნო.
აქცენტი რეფორმის მოთხოვნებზე, სწავლასა და სწავლებაში არსებულ პრობლემებზე გაკეთდა და მათი დაძლევის გზები დაისახა.
სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში შემავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, რომლის წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ. მის შემადგენლობაში მასწავლებლები, მშობლები და საშუალო საფეხურის ერთი მოსწავლე შედიან. ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.
საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოს არჩევნები სკოლებში სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
ათასობით მასწავლებელი „ფსიქოლოგიური აშლილობის“ გამო შვებულებას იღებს - იაპონიაში პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება
შვებულება ათასობით მასწავლებლისთვის - „ფსიქოლოგიურ აშლილობას“ პედაგოგები იაპონიაში უჩივიან
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203