რიყეთის საჯარო სკოლაში სასწავლო სოციალური პროექტი განხორციელდა
10-12-2019
მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის საჯარო სკოლაში სასწავლო სოციალური პროექტი -„მოგზაურობა ქართულ კინო სამყაროში“ განხორციელდა.
სოციალური პროექტი, რომელშიც პირველი და მეორე საფეხურის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები, დაწყებითი კლასების მასწავლებლის, მზიური კოჩალიძის, ხელმძღვანელობითა და მშობელთა და სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა ჩართულობით შედგა.
„მოსწავლეებმა ნახეს „კაცია ადამიანი“ და გაითამაშეს როლებში. სოციალური პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში აუდიო-ვიზუალური ნაწარმოებების გაანალიზების, კრიტიკული და სხვა უნარების გამომუშავებას, აგრეთვე იმდროინდელი საზოგადოების მანკიერი მხარეების ჩვენებასა და გათავისებას“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს