ყვარლის N2 საჯარო სკოლის I კლასში საინტერესო აქტივობებით დატვირთული მათემატიკის გაკვეთილი ჩატარდა
10-12-2019

ყვარლის N2 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე 10-ის ფარგლებში მიღებული ცოდნა შეაჯამეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლასში საგაკვეთილო პროცესი ყოველთვის სახალისოდ და საინტერესოდ მიმდინარეობს. დაწყებითი კლასის პედაგოგი ქეთევან ოჩინსკია.

„გაკვეთილზე განხორციელებული აქტივობები შედგენილი იყო მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით და ემსახურებოდა სააზროვნო უნარების, ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარებას.

ამ პატარების შემხედვარეს აუცილებლად გაგიჩნდებოდა კითხვა -  როგორ შეძლეს სულ რაღაც სამ თვეში შეძენილი ცოდნით და სასწავლო პროცესისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით თავი წარმოეჩინათ საგაკვეთილო პროცესის აქტიურ წევრებად“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენლი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...