ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
10-12-2019
ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქველმოქმედო ღონისძიებაში - „ბედნიერებას იმ დღეს ეცვა ცისფერი კაბა“ მონაწილეობდნენ.

ღონისძიებამ სლოგანით - „ერთად ხატიასთვის“ ვალის კულტურის სახლში ანშლაგით ჩაიარა.

მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს და ქართული ცეკვები შეასრულეს.

„სწორედ იმ დროს სიკეთის ქალაქში, სიცოცხლის ქუჩაზე, მადლიერების ხეივნის ქვეშ დიდ ლოდზე ცისფერკაბიანი და გულჩათხრობილი გოგონა იჯდა... (ლ. სარიშვილი). ქველმოქმედების და სიკეთის ზეიმი მსოფლიოში ყველაზე კეთილშობილი ბავშვების მონაწილეობით. ბავშვებისა, რომლებსაც ღირსეული პედაგოგები ზრდიან! სიკეთის ქალაქის ბინადარნო, სიკეთისა და სიცოცხლის გადარჩენისათვის ბრძოლის დროა!“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...