''მოგზაურობა ჰარმონიის სამყაროში - ოქროს კვეთა'' - დიდი სმადის მეთერთმეტეკლასელთა პროექტი
08-06-2017
დიდი სმადის სკოლის მე-11 კლასში მომზადდა პროექტი, რომლის თემაც იყო ''მათემატიკური მოგზაურობა ჰარმონიის სამყაროში - ოქროს კვეთა''. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ოქროს კვეთას, ფიბონაჩის რიცხვებს, მათ შორის კავშირს, გარემომცველი სამყაროს სილამაზისა და ჰარმონიის ზოგიერთ კანონს, მათემატიკის გამოყენების ნიმუშებს ლიტერატურაში, მხატვრობაში, პოეზიაში, მუსიკასა და არქიტექტურაში.
პროექტის პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაცია წარმოადგინეს და დამსწრეების მოწონება დაიმსახურეს.