მთისუბნის საჯარო სკოლაში თემაზე - „როგორ იწერება ლექსი“ პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
10-12-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, მთისუბნის საჯარო სკოლის I-VII კლასის მოსწავლეებთან თემაზე - „როგორ იწერება ლექსი“ გაკვეთილ-პროექტი ჩატარდა.
პროექტ-გაკვეთილი მოსწავლეთა ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით მომზადდა.
მასში მაძიებელი მასწავლებელი ნაზი აბაშიძე-კალოთელი მონაწილეობდა, რომელმაც მოსწავლეებს საკუთარი წიგნები წარუდგინა და ლექსის შექმნის მისეული საიდუმლოებების შესახებ ესაუბრა.