ბათუმის N18 საჯარო სკოლაში მუხრან მაჭავარიანის იუბილეს ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო მიუძღვნეს
10-12-2019
ბათუმის N18 საჯარო სკოლაში ცნობილი ქართველი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის, 90 წლის იუბილეს მე-6 კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო მიუძღვნეს.

ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოზე მოსწავლეებმა თემატური სიტყვები წარმოთქვეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საღამომ საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა.

მოსწავლეებს საღამოს მომზადებაში პედაგოგი მაყვალა ფედოტოვა ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203