ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ფერიის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე, სალომე ნაკაშიძე და XII კლასის მოსწავლე, მარი ბერიძე, ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ. ჟიურიმ ისინი დიპლომებით დააჯილდოვა.
ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურულ კონკურს „ზღაურში" ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები მეოთხე წელია მონაწილეობენ.
სკოლა კონკურსის ორგანიზატორს, ბელა ბექაურს, მადლობას უხდის: „მადლობა ასეთი თბილი, სასიამოვნო და საინტერესო ღონისძიებისთვის“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და გამარჯვებული მოსწავლეების, მარი ბერიძისა და სალომე ნაკაშიძის ნამუშევრები