წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა ჩატარდა
09-12-2019
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა ჩატარდა.

სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავამ დამსწრეებს სამეურვეო საბჭოს 2019 წლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

„სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ წევრების სახელით მადლობა გადაუხადა დირექტორს გულისხმიერებისათვის და დადებითად შეაფასა მის მიერ მთელი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

სამეურვეო საბჭოს წევრებს დირექციამ საჩუქრად 2020 წლის კალენდარი და ხის საახალწლო სუვენირები გადასცა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...