რუსთავის კერძო სკოლა „საუნჯემ“ დაწყებით კლასებში საინტერესო აქტივობა განახორციელა.
სკოლაში სტომატოლოგიური კლინიკა „დენსის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მოსწავლეებს ჩაუტარეს მოკლე სემინარი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვუაროთ კბილებს სწორად.
სტომატოლოგიური კლინიკის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საჩუქრებიც დაურიგეს, რამაც პატარები ძალიან გაახარა.
იხილეთ ფოტოები