ბათუმის სკოლა-ლიცეუმ „ნერგების“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ჯანსაღი პროდუქტების გამოყენებით კერძები მოამზადეს. მოსწავლეთა „მასტერშეფი" სახალისო იყო.
„მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ ჯანსაღი პროდუქტებით საკვების მომზადებაში. პატარა მზარეულებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი დავალებას. მათ შესანიშნავად იციან, რა უნდა მიირთვან, რათა თავიანთი ჯანმრთელობა დაიცვან“, - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეების პედაგოგი მზისო არძენაძეა.
იხილეთ ფოტოები