შინდისის საჯარო სკოლას ქალთა საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლები ესტუმრნენ
09-12-2019
გორის მუნიციპალიტეტის შინდისის საჯარო სკოლას ქალთა საფეხბურთო კლუბის -„გორი იუნაიტედი” წარმომადგენლები ესტუმრნენ.
კლუბის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს სპორტული ინვენტარი და ფორმები აჩუქეს.
„კლუბის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს შინდისის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ნინო გარსევანიშვილს და პედაგოგიურ კოლექტივს მხარში დგომისა და გაწეული დახმარებისათვის. სკოლის მოსწავლეები კი სპორტული ინვენტარით და სპორტული ფორმებით დაასაჩუქრეს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
შინდისის საჯარო სკოლა „გორი იუნაიტედს” საჩუქრებისთვის მადლობას უხდის და მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოხატავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს