თხილნარის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ბარაქიანი ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა
09-12-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, თხილნარის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა და კლასის დამრიგებლებმა ღონისძიება - „ბარაქიანი ოქროსფერი შემოდგომა“ ჩაატარეს.
მოსწავლეები ღონისძიებისთვის საგანგებოდ მოემზადნენ, სასკოლო სივრცე შემოდგომის ნობათით მორთეს და ბევრი იაქტიურეს.
"მოსწავლეებმა თავიანთ მხარეში შემოდგომის დასრულება აღწერეს, შემოდგომასთან დაკავშირებული ლექსები და თხზულებები წაიკითხეს, მოაწყვეს გამოფენა და ასე გააცილეს წელიწადის ულამაზესი დრო" - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.