ახმეტის N1 სკოლაში ღია გაკვეთილების კვირეული გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში I კლასში ხელოვნების გაკვეთილი ჩატარდა, III კლასში ქართულის, IX კლასში სამოქალაქო განათლების, ხოლო X კლასში ფიზიკისა და სადამრიგებლო გაკვეთილი.
კვირეულს რაიონის სკოლებიდან მოწვეული მასწავლებლები ესწრებოდნენ.
''ამ ტრადიციას ჩვენს სკოლაში გასული წლიდან ჩაეყარა საფუძველი და საკმაოდ წარმატებულიცაა, რადგან სკოლებსა და მასწავლებლებს შორის ინოვაციების გაზიარებასა და ურთიერთთანამშრომლობას უწყობს ხელს'', - აღნიშნეს ახმეტის N1 სკოლის მასწავლებლებმა.
იხილეთ ფოტოები