ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
09-12-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ოთხ წარჩინებულ მოსწავლეს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ თამარ ყურშუბაძეს, მარიამ ბოლქვაძეს, თამუნა მჟავანაძესა და დავით ჭურკვეიძეს დამსახურებულ ჯილდოს.

პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...