ქუთაისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
09-12-2019

ქუთაისის N28 საჯარო სკოლის I და III კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.

„ნახვამდის  შემოდგომავ!“-ასე ერქვა ღონისძიებას და მასში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ.

„მე-3 კლასის მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით მოაწყვეს ნახატების გამოფენა და შექმნეს კედლის გაზეთი. ბოლოს, პირველ კლასთან ერთად სასიამოვნო საღამო გვაჩუქეს. მოსწავლეებმა გაიხსენეს ლექსები თუ სიმღერები, რომლებიც ამ ბარაქიან წლის დროს მიუძღვნეს ჩვენმა სახელოვანმა პოეტებმა და კომპოზიტორებმა. მადლობა კლასის ხელმძღვანელებს: ნ. კიბაბიძეს და ქ. ქობულაძეს, ასეთი ფერადი საღამოსთვის“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...