კასპის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტის ყოფილ მასწავლებელს ჩემპიონატი მიუძღვნეს
09-12-2019
კასპის N4 საჯარო სკოლაში ფეხბურთში VII-XII კლასებს შორის გარდამავალ თასზე სპორტული ჩემპიონატი გაიმართა.

სპორტული შეჯიბრი სკოლის მასწავლებლის, ვასილ დარახველიძის, სკოლიდან წასვლას მიეძღვნა.

გამარჯვებულ X კლასის გუნდს თასი ვასილ დარახველიძემ გადასცა.

ღონისძიების ბოლოს სპორტის მასწავლებელს, სიმბოლური საჩუქარი - ტყავის ბურთი გადაეცა, რომელზეც ამ პროექტის მონაწილეთა ავტოგრაფები იყო ასახული.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...