აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ბათუმის N10 საჯარო სკოლაში სახვითი ხელოვნების კონკურსის მეორე ტური ჩატარდა.
კონკურში V-VI და VII-IX კლასების ასაკობრივი ჯგუფები მონაწილეობდნენ.
კატეგორიების შესაბამისად მოსწავლეებმა ადგილზე შეასრულეს ფერწერული ნამუშევრები. თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდა 3-3 გამარჯვებული.
VII-IX კლასების კატეგორიაში პირველი ადგილი აიღო მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, სანდრო მიქელაძემ, რომელმაც შეასრულა კომპოზიცია „საღამოს ბაზარი“.
სამინისტრო გამარჯვებულებს დააჯილდოებს დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.