ჭახათის საჯარო სკოლის ფიზიკის კლუბის წევრები ცერნში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს გაეცნენ
09-12-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჭახათის საჯარო სკოლაში ფიზიკის კლუბის - „ფოტონი“ ფარგლებში საინტერესო შეხვედრა ჩატარდა.
„კლუბის წევრებს გავაცანი ცერნში მოღვაწე ქართველი მეცნიერები. კლუბის წევრებმა ნახეს მცირეფორმატიანი ვიდეორგოლები ცერნთან დაკავშირებით“,- ამბობს პედაგოგი დარეჯან მახარაძე.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრამ მოსწავლეთა ჩართულობით ნაყოფიერად ჩაიარა.