„არა ქალთა მიმართ ძალადობას!“-წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
09-12-2019

არა ქალთა მიმართ ძალადობას!“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი მანანა ჯავახაძე) ღონისძიება ჩაატარეს.

ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო დღეს უკავშირდებოდა.

„მოსწავლეებმა მოამზადეს ინფორმაციები გენდერულ საკითხებზე, მოიძიეს აუდიო მასალა და შემოგვთავაზეს მათი მეგობრების მიერ შესრულებული ნახატები ამ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხზე. 

ღონისძიების შემდეგ გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლები, მასწავლებლები და სტუმრები.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს მდივანმა მზია კიკალიშვილმა და საბჭოს წევრმა ლელა ბერძენიშვილმა მოსწავლეებს გააცვნეს ის სიახლეები, რომელიც იგეგმება ჩვენს ქალაქში, ისაუბრეს ახალ საკანონმდებლო ცვლელებებზე, ხოლო კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზაირა კოპალიანმა საუბრის შემდეგ მოსწავლეებს გადასცა სამახსოვრო ბუკლეტები და ფლაერები.

ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირექტორმა მაია ქობულიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები სკოლაში აქტიურ ხასიათს მიიღებს და სხვადასხვა სახით გაგრძელდება.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დამზადებული ბუკლეტები: „არა - ქალთა მიმართ ძალადობას“ დამსწრე საზოგადოებას დაურიგეს“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

ცნობისთვის, 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203