
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის დირექციამ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისაგან მადლობის წერილი მიიღო.
მადლობის წერილში აღნიშნულია, რომ სკოლა უნივერსიტეტისგან ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მაღალი აკადემიური შედეგის მქონე მოსწავლეების აღზრდისათვის ჯილდოვდება.
„უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მადლობას უცხადებენ ყველა პედაგოგს ნიჭიერი და პერსპექტიული მოსწავლის, ხატია მგელიაშვილის აღზრდისთვის, რომელმაც მოიპოვა სახელმწიფო დაფინანსება და ამასთანავე, ის ისარგებლებს უნივერსიტეტის შიდა სასწავლო გრანტით“,-აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები