წერეთლის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიულ კოლეჯს ეწვივნენ
09-12-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიული კოლეჯს - „იკაროსი“ ეწვივნენ.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეები პროფესიონალების მიერ საჭმლის მომზადების პროცესს დაესწრნენ და კოლეჯი დაათვალიერეს. მოსწავლეებისთვის კოლეჯში პრეზენტაციაც გამართეს.
მისივე თქმით, მოსწავლეებისთვის კოლეჯში სტუმრობა საინტერესო აღმოჩნდა და დღემაც ნაყოფიერად ჩაიარა.