რიყეთის საჯარო სკოლის მასწავლებლების ხელმძღვანელობით პროექტი - „პოეზიის საღამო“ განხორციელდა
09-12-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, მალხაზ შავაძის სახელობის რიყეთის საჯარო სკოლის მასწავლებლების ხელმძღვანელობით სასწავლო სოციალური პროექტი - „პოეზიის საღამო“ განხორციელდა.
„პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეების პოეზიის სულისკვეთებით განმსჭვალვას“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
მოსწავლეები ღია ცის ქვეშ შეიკრიბნენ და ლექსები წაიკითხეს.
პროექტი საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.