თბილისის N90 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „ქცევის წესები“ განახორციელეს
09-12-2019

თბილისის N90 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა პროექტზე - ქცევის წესები იმუშავეს.

პროექტი „მე და საზოგადოებას“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

„მოსწავლეებმა საგნის მასწავლებლის - ვიქტორია ვიტტმანნის ხელმძღვანელობით მოამზადეს და ჩაატარეს პრეზენტაციები. მოსწავლეებმა ჯგუფებში შეარჩიეს მათთვის საინტერესო საჯარო ადგილები, შეაგროვეს შესაბამისი ინფორმაცია და წარადგინეს პრეზენტაცია არჩეულ საჯარო სივრცეში ქცევის წესების შესახებ. პროექტს ესწრებოდა  კლასის დამრიგებელი მ. ბეგიაშვილი“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...