ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე თეა იმნაძე ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობისთვის ოქროს დიპლომით დაჯილდოვდა
09-12-2019

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თეა იმნაძე ლიტერატურულ კონკურს „ზღვაურის“ ფარგლებში მცირე პროზის ჟანრში ოქროს დიპლომითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა. თეა კონკურსში წელს პირველად მონაწილეობდა. მისი მოთხრობა ჟურნალ - ზღვაურის დეკემბრის ნომერში დაიბეჭდება.

წარმატებული მოსწავლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამთა კილაძეა, დამრიგებელი კი - ჯულიეტა ჩხაიძე.

ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის  სახელობის ლიტერატურული კონკურსის - „ზღვაურის“ დაჯილდოება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა. კონკურსის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია პოეტი ბელა ქებურია.

კონკურსში 200-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.

კონკურსის მიზანია შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და წახალისება ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში: პოეზიის, მცირე პროზის, მინიატურის, ზღაპრისა და ფანტასტიკის ჟანრში.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ აჭარის სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც კეთილი სურვილებითა და  დამატებითი სამახსოვრო საჩუქრებით აჯილდოებდნენ კონკურსის ყველა მონაწილეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203