ფლევის საჯარო სკოლაში პროექტი - „მინი მუზეუმი“ ხორციელდება
09-12-2019
ხაშურის მუნიციპალიტეტის, ფლევის საჯარო სკოლაში საგნის - მე და საზოგადოება ფარგლებში პროექტი - „მინი მუზეუმი“ ხორციელდება.

პროექტში მე-4 კლასის მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით არიან ჩართულნი.

პროექტის ხელმძღვანელები ბარბარე ნოზაძე და მარიამ შეყლაშვილი არიან.

„სხვა სივრცე და ფორმატი - მე და საზოგადოება. თოჯინების და ფულის მუზეუმი. პროექტი სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ თვალი ადევნონ და შეაფასონ მუზეუმის როლი ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...